სამოქალაქო აქტივისტები "კომენდანტის საათს" არ ემორჩილებიან და პარლამენტის შენობასთან აქციას მართავენ. ისინი აცხადებენ, რომ არ დაემორჩილებიან მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს.
აქტივისტების თქმით, მოსახლეობისთვის და ბიზნესის წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვანია, რომ შეზღუდვების უმეტესობა მოიხსნას.
აქტივისტებმა "კომენდანტის საათი" გუშინ 25 იანვარსაც დაარღვიეს და პარლამენტთან აქცია გამართეს.
ცნობისთვის, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით "კომენდანტის საათი" მოქმედებს.
22 იანვარს საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ მთავრობამ თებერვლიდან ქვეყნის გარკვეულ ნაწილში შეზღუდვების გახანგრძლივება დააანონსა, კერძოდ, რამდენიმე ქალაქში აღდგება ტრანსპორტი და სწავლა სკოლებში, თუმცა დიდ ქალაქებში, მათ შორის, დედაქალაქში ტრანსპორტი და სკოლები მარტამდე არ აღდგება.
სად რა შეზღუდვები იხსნება ან რჩება მარტამდე სრულად იხილეთ აქ.